რუბრიკები
მარულას სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა (ვიდეო)
მარულასთვის  სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა. ტერიტორიის მოწესრიგება, სადაც შეჯიბრი უნდა გაიმართოს უკვე მიმდინარეობს. მოეწყობა მარულას, ყაბახისა და მოქნევის ზოლები. ამავდროულად ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს შეჯიბრის მონაწილეთა  მომზადებაც. 28 აგვისტოს ერგეტაში ცხენოსანთა შეჯიბრთან ერთად სხვადასხვა კულტურული და სპორტული ნომრების ჩვენებაც გაიმართება. უკვე ეწყობა ტერიტორია ქართული ჭიდაობის ჩასატარებლად, სანახაობა ხალხური სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით წარიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ცხენოსნები მიიღებენ. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით იმართება. პროექტი მივიწყებული ტრადიციების აღდგენა პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სოფელ ერგეტასა და ორულუში მარიამობის  დღეს ტრადიციულად მარულაში ერთმანეთს მიმდებარე სოფლებიდან გამორჩეული ცხენოსნები ეჯიბრებოდნენ. მარულა ერგეტაში 28 აგვისტოს 17 საათზე დაიწყება, სადაც დასწრება თავისუფალია.  ცხენოსნები ერთმანეთს მარულაში, ყაბახსა და მოქნევაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებულები და უხუცესი ცხენოსნები, შეჯიბრის დასრულების შემდეგ სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან. ღონისძიების გენერალური სპონსორი კომპანია კოკა-კოლაა. საინფორმაციო მხარდაჭერას რადიო "ათინათი", ინტერნეტგამოცემები: ლაივპრესი, სამეგრელოს მედია ორგანიზაცია, ოდიშინიუს და პრესნიუსი უზრუნველყოფენ. 28 აგვისტოს ერგეტაში გრანდიოზული მარულა გაიმართება 
Print