რუბრიკები
ზუგდიდში უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა იწყება (ვიდეო)
ზუგდიდში უეფას მე-3 კატეგორიის სტადიონის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ მერიაში გამართულ შეხვედრაზე მერის მოადგილე გია გულორდავამ და პროექტის ავტორებმა შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადეს. საერთაშორისო სტანდარტების მქონე სტადიონი, ენგურქაღალდ კომბინატის ყოფილი სტადიონის ტერიტორიაზე აშენდება.  შეხვედრაზე ითქვა,რომ უეფას დონის სტადიონი  ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს. სტადიონის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2017 წლის სექტემბრის თვეში დასრულდება. სტადიონის მშენებლობის პროექტს, „თბილქალაქ პროექტი“ ახორციელებს.  პროექტის ღირებულება ჯამში 16 მლნ ლარს შეადგენს. ზუგდიდის მერია სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ტენდერს გამოაცხადებს.
Print