რუბრიკები
Gmail-ის ახალი ფუნქცია – Undo Send
რამდენჯერ გაგიგზავნიათ შეტყობინება და გაგზავნის მომენტშივე ან რამდენიმე წამში შეგმიჩნევიათ რაღაც, რასაც გამოასწორებდით – არასწორად დაწერილი სახელი, უხეში გრამატიკული შეცდომა ან სულაც არასწორი ადრესატი? Gmail-მა ჯერ 2009 წელს ესქსპერიმენტულ რეჟიმში, ახლა კი აბსოლუტურად ყველა მომხმარებლისთვის დაამატა “გაგზავნის გაუქმების” ფუნქცია. მისი მოქმედების პრინციპი მარტივია – მეილის გაგზავნიდან რამდენიმე წამის განმავლობაში თქვენ გაქვთ საშუალება გააუქმოთ თქვენი შეტყობინების გადაცემა. თავდაპირველი ვერსია ავტომატურ რეჟიმში 5 წამს იცდიდა, ახლა კი თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ 5, 10, 20 ან 30 წამიანი მოლოდინის რეჟიმი. გადადით Setting-ებში და ძირითად გვერდზევე იპოვით აღნიშნულ ფუნქციას. სამწუხაროდ Undo Send – ი ჯერ-ჯერობით არ არის ხელმისაწვდომი Gmail-ის მობილური ვერსიისთვის, ამიტომ ფრთხილად იყავით, როცა სმარტფონებიდან გააგზავნით შეტყობინებას.
Print