რუბრიკები
ვიცე-პრემიერმა ენგურჰესის 12 თანამშრომელი დააჯილდოვა (ვიდეო)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითრების მიზნით, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის განსაზღვრას ითვალისწინებს. სიტყვით გამოსვლისას მინისტრებმა განაცხადეს, რომ ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. მათი განცახადებით, იქნება ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი არის ერთ-ერთი დამაკავშირებელი და „დანგრეული ხიდის“ გამაერთიანებელი აფხაზ ხალხთან. კახა კალაძემ შეხვედრის დასასრულს ენგურჰესის 12 თანამშრომელი ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის სიგელებით დააჯილდოვა და ფულადი პრემია გადასცა. ღონისძიებას მთავრობის სხვა წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
Print