რუბრიკები
იტალიური სალათი ლორით
რეცეპტის ინგრედიენტები: 300 გრ. ლორი 2 ცალი პომიდორი/4 პომიდორი ჩერი 2 ცალი ბულგარული წიწაკა 400 გრ. მაკარონი 300 გრ. დაკონსერვებული სიმინდი 200გრ. ყველი მაიონეზი გემოვნებით და სურვილისამებრ მომზადების წესი: 1. მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში (უმჯობესია გამოიყენოთ ხვეული ან სპირალის ფორმის იტალიური მაკარონი). გადაწურეთ წყალი დადგით მაკარონი გასაგრილებლად. 2. პომიდორი და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად; ლორი დაჭერით თხელ ფირფიტებად; გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე. 3. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, სურვილისამებრ მაიონეზიც. გემრიელად მიირთვით! წყარო:კულინარია
Print