რუბრიკები
ხმაურიანი აქცია ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან (ვიდეო)
ხმაური იყო დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან. დაკავებული დავით ჟორჟოლიანის ოჯახის წევრები არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ წევრებს დაუპირისპირდნენ. ,,ქალთა მოძრაობამ'' სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა დავით ჟორჟოლიანის მიერ მარიამ ხოჯავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე. თუმცა, მათ აქციის გამართვის უფლება ჟორჟოლიანის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა არ მისცეს. მხარეებს შორის სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, როცა შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ და დაპირისპირებულ მხარეებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ბრალდებულის ოჯახის წევრები მარიამ ხოჯავას პროვოკატორს და ცილისმწამებელს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ჟორჟოლიანი უკანონოდ არის დაკავებული. აქციის ფონზე მიმდინარეობდა დავით ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი, სადაც მისი ოჯახის წევრები დაიკითხნენ. დაკავებულს ბრალად ედება ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალმომრეობითი ქმედება მეუღლის მიმართ. ამავე თემაზე:
ადვოკატი ჯიტა გულუა ბრალდებულის ოჯახს სიცრუეში ადანაშაულებს
აქცია ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან
Print