Error
რუბრიკები
„ხორუმი ქართული ცეკვაა“- პრემიერა ზუგდიდის თეატრში (video)
დღეს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გურამ დოჩანაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. „ხორუმი ქართული ცეკვაა“ ასე ეწოდება პიესას, რომელსაც ზუგდიდის თეატრის დასი სრული შემადგენლობით, ზუგდიდელი მაყურებლისთვის გააცოცხლებს. პრემიერას პიესის ავტორი, ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი დაესწრება. მაყურებელს სპექტაკლის ნახვა 29–30 მარტს, საღამოს 20:00 საათზე შეეძლება. აღნიშნული პიესა ბადრი წერედიანის რეჟისორობით ზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგმული პირველი სპექტაკლია. რადიო „ათინათთან“ საუბარში თეატრის მთავარი რეჟისორი ბადრი წერედიანი აცხადებს, რომ თეატრის დასი შეეცდება მაყურებელს საინტერესო და ხარისხიანი სპექტაკლები მომავალშიც შესთავაზოს. შალვა დადიანის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი მაია კალანდია აღნიშნავს, რომ ათმაგად დიდი პასუხისმგებლობაა როდესაც პრემიერას პიესის ავტორი ესწრება. პრემიერაზე ასევე რადიო „ათინათის“ მუსიკალური წამყვანის, სოფიო ხუციშვილის სასცენო დებიუტი შედგება.
Print