რუბრიკები
ზუგდიდში დოლარის ფასი პიკს აღწევს (ვიდეო)
ზუგდიდში, ერთი დოლარის ღირებულება 2.40 ლარიდან 2.45 ლარამდე, ხოლო ევროს საფასური კი 2.65-დან 2.70 ლარამდე მერყეობს. სავალუტო ჯიხურებში აცხადებენ, რომ წინა დღეებთან შედარებით დოლარის ფასი გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, ასეთი მკვეთრი ცვლილების გამო, მომხმარებლები დოლარის ყიდვა-გაყიდვას უფრთხიან. ძირითადად ყიდულობენ, ვიდრე ყიდიან. ბევრმა სავალუტო ჯიხურმა ვალუტით ვაჭრობაზე უარი განაცხადა. მიზეზი არაპროგნოზირებადი და არამართვადი სიტუაციაა. დოლარის კურსი დღითი დღე იცვლება, შესაბამისად იცვლება ადგილობრივების განწყობილებაც. განსაკუთრებით მათი, ვისაც სესხი, ან გადასახადი დოლარში აქვთ აღებული. მოქალაქეები აცხადებენ, რომ დოლარის კურსის გამო გაურკვევლობაში არიან. მოსახლეობა შიშობს, რომ მომდევნო დღეებში დოლარს ფასი უფრო მოემატება, რაც მათივე თქმით, მათ ჯიბეებზე უარყოფითად იმოქმედებს.
Print