რუბრიკები
ფოთში ინტენსიური წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართული

ფოთში ინტენსიური წვიმის შედეგად, დატბორილია ცენტრალური ქუჩები. წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

რამდენიმე საათის განმავლობაში უბნებს  ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ, რის გამოც ფოთში არსებული 7 სატუმბი სადგურიდან  2  გაითიშა.

ამ დროისთვის ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა და სატუმბებიც გამართულად მუშაობს.

სტიქიის ზონაში მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, დაწყებულია წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

Print