რუბრიკები
ხობის რაიონის სოფლები დაიტბორა (ვიდეო)
უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, საჭოჭუოს უბანში ათამდე ადგილობრივის საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, გადაუღებელმა წვიმამ საყოფაცხოვრებო ნივთები და მოსავალი ნაწილობრივ გაანადგურა. მათივე თქმით, წყალდიდობას მათი საცხოვრებელი სახლების წინ გამავალი სანიაღვრე არხი იწვევს, რომელსაც სატუმბი სისტემა აქვს მოშლილი. დაზარალებულები დახმარებით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხის სამი სატუმბი სისტემიდან ორი მუშაობს, დაზიანებული სატუმბი სისტემის  აღდგენით სამუშაოებს ახლო მომავალში დაიწყებენ. ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია მუშაობს.
Print