რუბრიკები
მოცხარის ნამცხვარი
ინგრედიენტები: • 300 გ. ფქვილი. • 170 გ. მარგარინი. • 2 ც. კვერცხი. • 1 ც. ლიმონი. • 300 გ. შავი მოცხარი. • 350 გ. შაქარი. • 1 ს.კ. სახამებელი. • მწიკვი მარილი. მომზადების წესი: ✔ ფქვილი მოათავსეთ დაფაზე, შუაში ჩააღრმავეთ, ჩადეთ შაქარი (100 გ.), კვერცხის გულები, 150 გ. მარგარინი (პატარა ნაჭრებად დაჭრილი), ლიმონის ცედრა, მარილი და ღვინო. სწრაფად მოზილეთ ცომი. ✔ მიეცით ცომს მრგვალი ფორმა, გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და დადგით სიცივეში 30 წუთით. ✔ ფორმას წაუსვით დარჩენილი მარგარინი. ცომი ოდნავ გააბრტყელეთ, ჩადეთ ფორმაში და გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი. ზევიდან დააყარეთ ლობიოს ან ბარდის მარცვლები და აცხვეთ 180 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში. ✔ ცილა კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ 150 გ. შაქარი და ისევ ათქვიფეთ. მოცხარს დაუმატეთ შაქარი და სახამებელი და კარგად აურიეთ. ✔ ღუმელში დაუწიეთ გრადუს. ამოაცალეთ პერგამენტის ქაღალდი, მარცვლებთან ერთად. ჩადეთ ცომში მოცხარის შიგთავსი და ზევიდან დაადეთ ცილა. აცხვეთ 15 წუთით. გემრიელად მიირთვით
Print