რუბრიკები
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1951 წელს დაბადებული სევერიან კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. "სამართალდამცავებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას, "ა-კა-ეს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 356 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
Print