ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა ბიზნეს ფორუმს პირველად უმასპინძლა (ვიდეო)
10:58 / 28.08.2015
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ბიზნესმენებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ჩატარებულ ბიზნეს ფორუმზე ღია დისკუსია გამართა და რეგიონის განვითარების საკითხებზე ისაუბრა.
ღონისძიების მონაწილეები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში გამართული ბიზნეს ფორუმი არის თანამედროვე პლატფორმა ადგილობრივ ბიზნესსა და მთავრობას შორის, კონსტრუქციული დიალოგისთვის და მისი ჩატარება აუცილებელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მნიშნელოვანი საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ბიზნესფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის დარგის, როგორც ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მინისტრმა დარგის განვითარების კუთხით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. ოთარ დანელიამ სახელმწიფო პროგრამების (შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, საწარმოთა თანადაფინანსების პროექტი, პროგრამა აწარმო საქართველოში) ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფინანსებული საწარმოების პრეზენტაციაც წარადგინა.
ფორუმის ჩატარების ინიციატორია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მასალის გამოყენების პირობები