რუბრიკები
ხაჭოს კვერები
ინგრედიენტები: 350 გ. ხაჭო. • 2 ც. კვერცხი. • 6 ს.კ. ფქვილი. • 2 ს.კ. შაქარი. • 5 ს.კ. მზესუმზირის ზეთი. მომზადების წესი: ✔ ხაჭო მოათავსეთ ჯამში და ჩანლგლით დაჭყლიტეთ (ხაჭო უნდა იყოს არც ძალიან ცხიმიანი და არც ძალიან მშრალი). დაუმატეთ ხაჭოს კვერცხი, შაქარი და კარგად ამოურიეთ. ✔ დაუმატეთ ხაჭოს 5 ს.კ. ფქვილი და კიდევ კარგად ამოურიეთ. დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე და გააცხელეთ ზეთი. ✔ დარჩენილი ფქვილი დაყარეთ თეფშზე, მიეცით ხაჭოს სასურველი ფორმა და ამოავლეთ ფქვილში. ნუ გააკეთებთ ძალიან თხელ რგოლებს. მოათავსეთ ისინი ტაფაზე და შეწვით 1-2 წუთით, როდესაც ოქროსფერი გახდება, ამოაბრუნეთ და შეწვით მეორე მხარე. ხაჭოს კვერებს ძალიან უხდება შესქელებული რძე. გემრიელად მიირთვით
Print