რუბრიკები
ჯასთინ ტიმბერლეიკის მორიგი ფილმი
პოპის პრინცი რეჟისორ ჯონათან დემეს ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას, სახელწოდებით ფილმი პოპ მომღერლის 134 დღიანი მსოფლიო ტურნეს შესახებ იქნება. “ძალზე ემოციური და ამაღელვებელია. ეს საუკუნის მუსიკალური ფილმი იქნება” – განაცხადა დემემ. ახალი ფილმი ტიმბერლეიკის 2013 წლის მუსიკალური ალბომით “20/20 Experience” არის ინსპირირებული და სწორედ აღნიშნული ნამუშევრის პომოუშენისთვის გაწეულ მსოფლიო ტურნეს შეეხება. შეგახსენებთ, ტიმბერლეიკს აქამდეც ჰქონია სამსახიობო გამოცდილება, ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: “The Social Network”, “Inside Llewyn Davis”, “Friends With Benefits” და “Runner Runner”. ფილმის ზუსტი სახელწოდება ან დისტრიბუციის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
Print