რუბრიკები
ზუგდიდში ზედოზირების საერთაშორისო დღე აღნიშნეს (ვიდეო)
ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით,ეროვნული კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონმა“ სოლიდარობის აქცია- „სიცოცხლის ხეები“ გამართა. აქციის მონაწილეებმა ნარკოტიკული ზედოზირებით და ნარკომანიით გარდაცვლილ პირთა ხსოვნის პატივსაცემად ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვანი ხეები დარგეს. ასოციაციის წარმომადგენლებმა  საზოგადოებაში უფრო მეტი ინფორმირებულობის მიზნით ფლაერები დაარიგეს.  ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული აქცია მსოფლიო მასშტაბით იმართება და მისი მიზანია საზოგადოების ჩართულობა ნარკოტიკული ზედოზირების, მისი პრევენციის და მართვის საკითხებში. კამპანიის მხარდამჭერები არიან: შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი“(Global Fund),”მსოფლიო ექიმები-საფრანგეთი”(MDM) და ფონდი" ღია საზოგადოება-საქართველო“(OSGF).
Print