რუბრიკები
სენაკში საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს (ვიდეო)
ხმაური იყო დღეს სენაკის საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის ხვიჩა ჯიშკარიანის იმპიჩმენტის საკითხი განიხილეს. სხდომაზე 24 დეპუტატიდან 21-მა მხარი დაუჭირა მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. თავდაპირველად სხდომას 29 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა „ლეიბორისტული პარტიის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა დატოვეს.  კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ფრაქცია „თავისუფალი არჩევანის“ წევრს ინგა ქარდავას. საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანი მიღებულ გადაწყვეტილებას ზეწოლად აფასებს. ის თავისი უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით შეეცდება.
Print