რუბრიკები
ანაკლიის “მომავლის ბანაკს” მთავრობის წევრები სტუმრობდნენ (ვიდეო)
ანაკლიაში, „მომავლის ბანაკს“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიგა გაბელაია ესტუმრნენ. სტუმრებმა მოზარდებთან ერთად სხადასხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრეს და ბანაკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მოგვიანებით, მინისტრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა საფეხბურთო მატჩი გამართეს. დღის დასასრულს „მომავლის ბანაკში“ ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართა. მაყურებლის წინაშე ბავშვები ფლეშმობითა და გასართობი შოუ-პროგრამით წარსდგნენ. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი პროექტს „მომავლის ბანაკი“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვა. ასევე, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
Print