რუბრიკები
ტარიელ ხეჩიკაშვილი სამუშაო ვიზიტით სამეგრელოში იმყოფება(ვიდეო)
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მეორე დღეა სამეგრელოში იმყოფება. დღეს,მინისტრმა სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორ  ლევან შონიასთან ერთად კომბინატის სპორტ-კომპლექსი დაათვალიერა. მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში არსებული პრობლემები განიხილა და სპორტის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სპორტ-კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ხეჩიკაშვილმა განმუხურის საფეხბურთო სტადიონიც მოინახულა და  სკოლას საჩუქრად საფეხბურთო ინვენტარი გადასცა.
Print