რუბრიკები
ანაკლიაში დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს(ვიდეო)
შეხვედრას ანაკლიაში  ევროკავშირის ექსპერტი საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჯუდის კიერსი უძღვებოდა. დევნილთა საკითხებზე ისაუბრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ, დევნილთა სამინისტროს, ევროკავშირის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ  იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საარსებო წყაროების შექმნის საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. სხვადასხვა დასახლებიდან და კოლექტიური ცენტრებიდან მოწვეულმა დევნილებმა, დამსწრე საზოგადოებას მათი საარსებო წყაროების უზრუნველყოფისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით საკუთარი  ხედვები გააცნეს.
Print