რუბრიკები
კვერცხი პომიდორში
ინგრედიენტები: • 4 ც. პომიდორი. • 3 ც. კვერცხი. • 100 გ. ყველი. • 2 ს.კ. მწვანილი. • მარილი და პილპილი გემოვნებით. მომზადების წესი: ✔ გარეცხეთ პომიდორი. ამოაჭერით თავი და ჩაის კოვზით ამოაცალეთ შუა ნაწილი. ✔ ათქვიფეთ კვერცხი, წვრილად გახეხილ ყველთან ერთად. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სასურველი მწვანილი (უხდება ოხრახუში, ქინძი). მოაყარეთ მარილი და პილპილი. ✔ პომიდვრებში ჩაასხით ათქვეფილი კვერცხი და დაახურეთ თავზე ამოჭრილი „თავსახური“. შედგით მიკროტალღურ ღუმელში 3-4 წუთით. შეგიძლიათ ჩვეულებრივ ღუმელშიც მოამზადოთ. შეგიძლიათ აუთქვეფელი კვერცხი მოათავსოთ პომიდორში და ზევიდან დაუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები. გემრიელად მიირთვით
Print