სწრაფი გადახდის აპარატებით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების სერვისი დღეიდან ფასიანი ხდება. მობილური ტელეფონის ბალანსის შევსებისას მომხმარებლებს, სავარაუდოდ, საკომისიო 4 პროცენტი ჩამოეჭრებათ და გარკვეული თანხა საკომისიოს სახით შუამავალი ფირმისთვის იქნება გადასახდელი. საუბრია მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებზე, საკომისიოს ოდენობას კი ინდივიდუალურად სწრაფი გადახდის კომპანია თავად განსაზღვრავს. ანგარიშის შევსება საკომისიოს გადახდის გარეშე ისევ იქნება შესაძლებელი ალტერნატიული გზებით მაგალითად როგორიც არის მონო და ასტრა ბარათები და მობილური ოპერატორების ვებ გვერდები.
მასალის გამოყენების პირობები