საძიებო სისტემა Google -მა თავის ლოგოტიპში ცვლილებები შეიტანა. ახალი ვარიანტი ძველისგან შრიფტითა და ფერთა გამით განსხვავდება.
ახალი ვარიანტი ძველისგან შრიფტით და ფერთა გამით განსხვავდება.
კომპანია Google-ის წარმომადგენლებმა ახალი ლოგო დაახასიათეს, როგორც „მარტივი, ლაკონური, ფერადი და მეგობრული ".
მათი თქმით, ის თავის თავში შეიცავს ყველაფერს, რაც საუკეთესოა Google-ში.
გარდა ამისა, ამერიკულმა კომპანიამ წარმოადგინა მობილური აპლიკაციების ახალი ლოგოც. ის მრავალფერიან ასო G-ს წარმოადგენს.
თავის ბლოგზე Google ხსნის, რომ ძველი ლოგო, პერსონალური კომპიუტერებისთვის იყო შემუშავებული. ახალი ლოგო კი სპეციალურად შეიქმნა რამდენიმე სახის მოწყობილობაზე სამუშაოდ.
Google 1998 წელს შეიქმნა და ამჟამად მსოფლიო ბაზარზე ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა და ამ ბაზრის ორ მესამედზე მეტს აკონტროლებს. ახალი ლოგო უკვე რიგით მეხუთეა.
მასალის გამოყენების პირობები