რუბრიკები
ფორთოხლის პანაკოტე
ინგრედიენტები: • 1 ლ. ნაღები. • 150 გ. შაქარი. • 2 ს.კ. წყალი. • 3 ჩ.კ. ჟელატინის ფხვნილი. • 2 ფორთოხლის ცედრა და ლებნები. • 2 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი. მომზადების წესი: ✔ მოათავსეთ ნაღები და შაქარი ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე, აადუღეთ. დაუწიეთ ცეცხლს და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ. ✔ ფინჯანში ჩაყარეთ ჟელატინი და დაასხით წყალი, რომ დალბეს. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან დაუმატეთ ფორთოხლის ლიქიორი და ჟელატინი, კარგად მოურიეთ. ✔ მიღებული კრემი გადაწურეთ საწურში. შეურიეთ ფორთოხლის ცედრა და გააჩერეთ 15 წუთი. ეს ყველაფერი ჩაასხით 180 მლ. მოცულობის 6 ფორმაში და 6 საათით შედგით მაცივარში. ✔ პანაკოტა ფრთხილად გადმოიღეთ თეფშზე და ზევიდან დაადეთ ფორთოხლის ლებნები. გემრიელად მიირთვით
Print