რუბრიკები
საპროტეტსო აქცია სენაკში (ვიდეო)
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის მოსახლეობამ საპროტეტსო აქცია გამართა და თბილისი-ზუგდიდი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტა. ადგილობრივები სოფელში შიდა გზების მოწესრიგებას და გაზიფიცირებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ავარიული გზების და ბუნებრივი აირის არარსებობის გამო, მათ მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. აქციის მონაწილეების თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა - უშედეგოდ. აქციაზე მისულ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს , აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და საარჩევნო დაპირებები შეახსენეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილებს განუცხადეს, რომ შესაბამისი პროექტი მზად არის და აღნიშნული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად განხორციელდება. მოკლე ხანში აქციის მონაწილეები დაიშალნენ, თუმცა მოსახლეობა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრება.
Print