რუბრიკები
ერთად გადავარჩინოთ კოლხური ბზა - დასუფთავების აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ქალაქის მერიის ინიციატივით დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ, შეწამლული კოლხური ბზა გაიწმინდა დაზიანებული ნაწილებისგან.

ქალაქ ზუგდიდის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, ტურისტული სეზონისა და მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით, სპეციალური ბიოლოგიური საშუალებებით მოახდინეს ბზის ალურის შეწამვლა. სპეციალური ბიოპრეპარატები ქალაქს აფხაზმა მეგობრებმა გადასცეს.

ამ ეტაპისთვის, ბზის მავნებლები ბოტანიკურ ბაღსა და დადიანების სასახლეთა მიმდებარე ტერიტორიაზე ლიკვიდირებულია, თუმცა დაავადების ცალკეული კერები ქალაქის ტერიტორიაზე კვლავ რჩება. დღევანდელი დასუფთავების აქციის შედეგად შეგროვილ ნარჩენებს ქალაქის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურები ნეიტრალურ ზონაში გადაიტანენ, სადაც მოხდება მათი უტილიზაცია. გაწმენდით სამუშაოებში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის, მათ შორის ასოციაცია "ათინათის" თანამშრომლები  მონაწილეობდნენ.
Print