ასოციაცია ,,დეამ'' იმიტირებული აქცია გამართა (ვიდეო)
10:58 / 04.09.2015
ზუგდიდის სკეიტ პარკში სოციაციამ „დეა“ პროექტის , „ახალგაზრდული კამპანია არჩევნებისთვის - ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“, ფარგლებში აქცია ჩაატარა.
იმიტირებული ხასიათის აქციით, „შენი ხმა წყვეტს“ , რომელშიც ახალგაზრდებმა წინასაარჩევნო კამპანია წარმოადგინეს, საზოგადოებას მხარდაჭერისა და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის მიზანია, საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების საარჩევნო პროცესში ჩართულობის, როლისა და პასუხისმგებლობის გააზრების ხელშეწყობა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები