ცნობილმა ამერიკელმა კოლექციონერმა, ბიზნესმენმა და ფონდ SAC Capital-ის ხელმძღვანელმა სტივენ კოენმა ჩუმად შეიძინა პიკასოს ნახატი, რომელიც მისმა ყოფილმა მფლობელმა შემთხვევით დააზიანა.
დასავლურმა პრესამ გაარკვია, რომ კოენმა სურათი საკუთარ თავს აჩუქა. ამ ფაქტის გახმაურება მას აშშ-ს ხელისუფლების მიერ ხეჯ ფონდ ( Hedge fund) SAC Capital -ის მიმართ დაწყებული გამოძიების გამო არ სურდა: კომპანია ინსაიდერულ გარიგებებში დაადანაშაულეს.
სურათზე გამოსახულია დიდი მხატვრის მოდელი და საყვარელი მარია-ტერეზა ვალტერი. ტილოსთან საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული: უინს კოენისთვის მისი მიყიდვა ჯერ კიდევ 2006 წელს 139მლნ დოლრად სურდა. თუმცა ნახატის პატრონმა, იგი შემთხვევით დააზიანა. ძვირადღირებული რესტავრაციის შემდეგ , ნახატის ფასი 155 მლნ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა კოენს უკან არ დაუხევია და პიკასოს „ძილი“ მაინც შეიძინა. აღსანიშნავია, რომ სტივენ კოენი ხელოვნების ნიმუშების ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკელი კოლექციონერია. მის კოლექციაშია ედუარდ მანეს, ვინსენტ ვან გოგის, პოლ სეზანის და სხვა დიდ ხელოვანთა ნამუშევრები.ხეჯ ფონდი დათანხმდა 616 მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმა გადაეხადა. როგორც ჩანს კოენმა პიკასოს „ძილი“ სწორედ განცდილის შესამსუბუქებლად შეიძინა. ბიზნესმენმა ტილო 155 მლნ დოლარად სათამაშო ბიზნესის მაგნატისგან სტივ უინისგან იყიდა.
მასალის გამოყენების პირობები