ზუგდიდში „რესპუბლიკელები“ მწერალთა ცენტრის გახსნას ითხოვენ (ვიდეო)
16:14 / 04.09.2015
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ფრაქციდან „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“ ლაშა თოდუა სოფელ ცაიშში, იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის მიმდებარედ მწერალთა და ახალგაზრდობის ცენტრის მოწყობას ითხოვს. დეპუტატმა აღნიშნული ინიციატივა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა.
მისი თქმით, აღნიშნული ცენტრი ახალგაზრდა მწერლებს ხელს შეუწყობს მშვიდ გარემოში იმუშაონ, შეხვდნენ თანამედროვე ქართველ მწერლებს, მოაწყონ ლიტერატურული საღამოები და სხვ. საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ აღნიშნული იდეა მოიწონა და თოდუას შესთავაზა ინიციატივა საკრებულოსა და გამგეობაში პროექტის სახით შეეტანა.
მასალის გამოყენების პირობები