რუბრიკები
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე გაიმართა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.  13 განსახილველი საკითხიდან 12-ს საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. პირველი საკითხი კი საკრებულოს წევრებს შორის კამათის მიზეზი გახდა. საქართველოს პარლამენტის მიერ ადგილობრივ თვითმართველობებში ცვლილებების შესახებ კანონმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გაღიზიანება გამოიწვია. მათი განმარტებით, ეს ცვლილებები ქალაქის საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობით ორგანოს უფლებამოსილებებს ზღუდავს. მათი თქმით,ეს კანონი პირდაპირ არღვევს ევროპის ქარტიის იმ მუხლს, რომელიც ადგილობრივ თვითმართველობას ეხება. მმართველი გუნდის წევრები კი ოპონენტების მოსაზრებებს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ საკრებულოს მიერ შესყიდვების დამტკიცების გეგმის უფლება გადაეცა მერიას. რაც ნიშნავს, იმას რომ მერიისა და საკრებულოს მოვალეობები ერთმანეთისგან გაიმიჯნა. აღნიშნულ საკითხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.
Print