რუბრიკები
პაატა ბურჭულაძე - შესაძლოა ღვთისმშობლის შესამოსელი დაბრძანებული იქნას მახათას მთაზე (ვიდეო)
ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. იგი დღეს ზუგდიდს სტუმრობდა. ბურჭულაძემ ადგილობრივებთან , მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ტაძრის კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია, 21 სექტემბერს კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართება, რომელსაც სრულიად უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აკურთხებს. პაატა ბურჭულაძე ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ღვთისმშობლის შესამოსელის მახათას მთაზე დაბრძანების შესახებ. "იყო ამ თემაზე საუბარი. თუ მეგრელი ხალხის ნება და სურვილი იქნება, ღვთისმშობლის შესამოსელი მხოლოდ ერთი ღამით იქნება დაბრძანებული მახათას მთაზე".  
Print