რუბრიკები
უზბეკური ფლავი ქათმით
ინგრედიენტები: • 500 გ. ქათმის მკერდის ფილე. • 500 გ. ჟასმინის ბრინჯი. • 300 გ. ხახვი. • 500 გ. სტაფილო. • 2 თავი ნიორი. • 1 ჩ.კ. სანელებლები. მომზადების წესი: ✔ დაჭერით ქათამი ნაჭრებად. ქვაბში ჩაასხით მცენარეული ზეთი ისე, რომ 1 სანტიმეტრით დაიფაროს. დაჭერით ხახვი წვრილად და მოთუშეთ ზეთში. ✔ ქათამს მოაყარეთ მარილი და პილპილი და შეწვით ზეთში, მაღალ ცეცხლზე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და გააჩერეთ 30 წუთი. ✔ მსხვილად გახეხეთ სტაფილო. ზევიდან მოაყარეთ ხორცს და კიდევ 20 წუთით გააჩერეთ. ✔ გარეცხეთ ბრინჯი, დაამატეთ სურვილისამებრს სანელებლები, კარგად აურიეთ. ახადეთ ქვაბს თავსახური, ჩადეთ ორი თავი ნიორი ( არ გაფრცქვნათ და გარეცხეთ). ზევიდან კი თანაბრად გადაანაწილეთ ბრინჯი. დაასხით წყალი ისე, რომ წყალმა დაფაროს ბრინჯი 5-7 მმ. ✔ თავსახურს ამოაკარით ტილო და დაახურეთ. გააჩერეთ 30 წუთით. მოხადეთ თავზე, ფრთხილად აურიეთ ბრინჯს, კიდევ 30 წუთი თუშეთ. გამორთეთ ცეცხლი ყველაფერი კარაგდ აურიეთ. აცადეთ გაციება 15-20 წუთი. გემრიელად მიირთვით
Print