ასოციაციამ „დეა“ პროექტის „ახალგაზრდული კამპანია არჩევნებისთვის - ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი“ ფარგლებში, კინოთეატრ ,,ატრიუმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, იმიტირებული არჩევნები ჩაატარა. ახალგაზრდებმა საარჩევნო პროცესის იმიტაცია წარმოადგინეს , რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული აქცია საზოგადოების, მათ შორის მოზარდების, საარჩევნო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობას და მათი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. პროექტი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
ასოციაცია ,,დეამ” იმიტირებული აქცია გამართა
მასალის გამოყენების პირობები