რუბრიკები
ტოსტები სოკოთი და ყველით
ინგრედიენტები: • 400 გ. ქამა სოკო. • 50 გ. კარაქი. • 1 ც. ლიმონი. • 2 ს.კ. ზეთი. • 2 ს.კ. ფქვილი. • 500 მლ. რძე. • 12 ც. პური. • 50 გ. ყველი. • მარილი და პილპილი გემოვნებით. მომზადების წესი: ✔ გარეცხეთ და ნაჭრებად დაჭერით სოკო. მოათავსეთ ტაფაზე კარაქი, მარილი, ლიმონის წვენი. როცა კარაქი გადნება, დაყარეთ ტაფაზე სოკო და 10 წუთი გააჩერეთ, თან ურიეთ. ✔ გააცხელეთ დარჩენილი კარაქი, ზეთთან ერთად. დაუმატეთ ფქვილი, შემდეგ კი ნელ-ნელა ამატეთ რძე. გამუდმებით ურიეთ.დაამატეთ მარილი და პილპილი. ხარშეთ 10 წუთით. ✔ შემდეგ დაუმატეთ სოკო, იმ წვენთან ერთად, რომელშიც მზადდებოდა. კარგად აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან, რომ გაცივდეს. ✔ მიღებული სოუსი გადაანაწილეთ პურზე, მოაყარეთ ზევიდან ყველი. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე . მოათავსეთ ტოსტები საცხობ ქაღალდზე და შედგით ღუმელში ხუთი წუთით. გემრიელად მიირთვით
Print