რუბრიკები
Viber-ის შექმნელი Telegram-ის ავტორს სტიკერების ქურდობაში ადანაშაულებს
Viber-ის შემქმნელმა ტალმონ მარკომ, კოლეგა, კონკურენტი მესინჯერი Telegram-დან, პაველ დუროვი დაადანაშაულა იმაში, რომ მისნაირ სტიკერებს იყენებს. მარკომ ამაზე Twitter-ში დაწერა. „იმიტაცია - პირფერობის ყველაზე გულწრფელი ფორმაა. ქურდობა კი არა“, - წერს Viber-ის შემქმნელი. დუროვმა პასუხი იგივე სოციალურ ქსელში გასცა და პრეტენზიების მთელი სიის გაგზავნა სთხოვა და ასევე დაწერა, რომ სირცხვილად მიაჩნია მარკოსგან რაიმეს გადაღება. Telegram-ს სტიკერების ფუნქცია წელს დაემატა. პაველ დუროვი აცხადებს, რომ კმაყოფილია Telegram-ის განვითარების დონით და ის, რომ მესინჯერმა 50 მლნ აუდიტორიას გადააჭარბა, მას „ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ სტარტაპად აქცევს“.
Print