საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გადაწყვეტილებით, ღვთისმშობლის შესამოსელი ზუგდიდში დარჩება. ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ მრევლს და სასულიერო პირებს წირვის დასრულების შემდეგ აცნობა. მეუფემ აღნიშნული გადაწყვეტილების გამო პატრიარქს მადლობა გადაუხადა.
„პატრიარქმა ბრძანა, რომ გადაეცით მრევლს - სიწმინდე ზუგდიდში დარჩება“, - თქვა მეუფე გერასიმემ.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი პატრიარქს გუშინ, მოქალაქეებთან, სასულიერო პირებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ ქობულეთში შეხვდა.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, ზუგდიდის დადიანების სახელობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის შესამოსელის ერთი დღით გატანა და ხობის ხარების დედათა მონასტერში დაბრძანება სურთ. შესაბამისი ნებართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გასცა. თუმცა, კულტურის სამინისტრომ მეორე წერილში, ღვთისმშობლის შესამოსელის გატანასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პოზიციის გამოხატვა სთხოვა.
ზუგდიდელები: ღვთისმშობლის შესამოსელი ქალაქს არ დატოვებსპაატა ბურჭულაძე – შესაძლოა ღვთისმშობლის შესამოსელი დაბრძანებული იქნას მახათას მთაზეკულტურის სამინისტრო: ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდიდან ხობში გადაბრძანებაზე ბრძანება გავეცით
მასალის გამოყენების პირობები