„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგების პროცესი 5 მარტს დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ლერი დოჩია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე 23 826 ფერმერის სახელობითი სია იქნა გაგზავნილი, ხოლო მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც სიის შედგენის დროს არ იმყოფებოდნენ ადგილზე დამატებით 7000 ფერმერის სია გაიგზავნა , მათთვის ბარათები კი უახლოეს დღეებში ჩამოვა.
დოჩიას განცხადებით ამ ეტაპზე მიღებული ბარათების 95% გაცემულია.
მან ასევ ყურადღება გააამხვილა პროგრამაში ჩართული გლეხებისთვის ამოქმედებულ უპროცენტო სესხების გაცემის პროცესზე და აღნიშნა, რომ მისი გამოყენება შესაბამისი ბიზნეს გეგმის წარდგენის შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „ როცა დიდ პროექტებზე და თანხებზეა საუბარი საჭიროა ბანკს წარედგინოს ბიზნეს გეგმა, შემდეგ ბანკი არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს გასცემს თუ არა სესხს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ ბიზნეს გეგმაზე.“-აღნიშნავს ლერი დოჩია.
მეურნეობის განვითარების კუთხით არსებული არსებული იაფი კრედიტის კომპონენტებზე საუბრობს
სენაკის მუნიციპალოტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ხარგელია . პირველი კომპონენტი არის მოკლევადიანი სესხი; მეორე , სანაშენე მეცხოველეობისა და სათბურების მშენებლობას ითვალისწინებს და ორ წლამდე ვადით განისაზღვრება. „აღნიშნული სესხი 16 პროცენტიანია, მაგრამ 9 პროცენტს ფონდი ფარავს, გლეხს კი მხოლოდ დარჩენილი თანხის გადახდა უწევს.“-აღნიშნავს ხარგელია. მისივე განმარტებით არის მესამე კომპონენტი ეს არის გრძელვადიანი სესხი, რომლის გაყიდვის პროცენტი 3%-ს შეადგენს, სესხი 100 000 დან 1000 000 ლარამდე თანხას მოიცავს. აღნიშნული სესხი ბიზნეს გეგმის საფუძველზე გაიცემა და მის შესახებ ინფორმაციის მიღება ბანკებშია შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები