რუბრიკები
ვაშლის ოლადები
ინგრედიენტები: • ½ ჭ. შაქარი. • 2 ც. კვერცხი. • 500 გ. კეფირი. • მწიკვი მარილი. • 2 ჭ. ფქვილი. • ½ ჩ.კ. სოდა. • ვაშლი გემოვნებით. მომზადების წესი: ✔ ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად. დაუმატეთ კეფირი და მარილი. ✔ შემდეგ დაუმატეთ სოდა, ფქვილი და ყველაფერი კიდიევ აურიეთ. ცომი უნდა გამოვიდეს მსუბუქი და ოდნავ სქელი. ✔ ვაშლი წვრილად დაჭერით. ზეთი გააცხელეთ ტაფაზე და ცომი სადილის კოვზით დაასხით მასზე. ზემოდან კი ვაშლის ნაჭრები დაადეთ. ზემოდან კოვზით დააწეთ. როდესაც ქვედა მხარე შეიწვება, გადმოაბრუნეთ. ✔ გადმოიღეთ მოაყარეთ შაქრის პუდრა და დარიჩინი. გემრიელად მიირთვით
Print