ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი მონარქი გახდა
08:24 / 09.09.2015
ბრიტანეთის 89 წლის დედოფალი ელისაბედ II, ბრიტანეთის ყველაზე გრძელვადიანი მონარქი გახდა, იგი უკვე 63 წელი და 7 თვეა, რაც დედოფლის პოსტს იკავებს, – აღნიშნულის შესახებ euronews-ი წერს.
ელისაბედ II ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. მისი მმართველობის პერიოდში მან უამრავ პრემიერმინისტრთან იმუშავა, მათ შორის იყო უინსტონ ჩერჩილი და ჰაროლდ ვილსონი. ელისაბედ მეორემ თავის მეფობის პერიოდში ამერიკის 12 პრეზიდენტი და 7 რომის პაპი გამოიარა. როდესაც, ელისაბედ მეორე სამეფო ტახტზე ავიდა დევიდ კემერონი დაბადებულიც კი არ იყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინგლისში სპეციალური ღონისძიებები არ იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები