რუბრიკები
ახალი ჯეიმს ბონდის საუნდტრეკს სემ სმიტი ასრულებს
ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის, ‘სპექტრის’ მუსიკალურ თემას გრემის გამარჯვებული, ბრიტანელი ვოკალისტი, სემ სმიტი შეასრულებს. Sony Pictures Entertainment-მა ამ ახალი ამბის შესახებ ოფიციალური განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სმიტმა თავის თვითერზე ფოტო არ გამოაქვეყნა, რომელზე ‘სპექტრის’ ბეჭედია გამოსახული. სიმღერა სახელწოდებით ‘Writing’s On The Wall’ 25 სექტემბერს გამოვა, ფილმის ბრიტანეთში გამოსვლამდე ზუსტად 1 თვით ადრე, ამერიკაში პრემიერის თარიღად 6 ნოემბერი დასახელდა. სემ სმიტი Instagram-ის საკუთარ გვერდზე ბეჭდის ფოტოს გვიზიარებს, რომელზეც ახალი ჯეიმს ბონდის „სპექტრის“ ემბლემაა გამოსახული
Print