ზუგდიდში „ლეიბორისტებმა“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძენს (ვიდეო)
12:58 / 09.09.2015
დღეს ზუგდიდში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. შეხვედრა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა და მას პარტიის მხარდამჭერები დაესწრნენ. ახლად დაფუძნებულ ადგილობრივ ორგანიზაციას თავმჯდომარე ჯერ არ აურჩევია.
„პარტიის ქალთა ორგანიზაცია 2 წელია არსებობს, თუმცა აქამდე ზუგდიდში ქალთა ორგანიზაცია არ გვყოლია. დღევანდელი შეკრება სწორედ ამ მიზანს ემსახურება და უახლოეს მომავალში შესაბამისი კომიტეტი ორგანიზაციის ლიდერსაც აირჩევს“, - თქვა პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო მეტრეველმა.
პარტიამ ქალთა ორგანიზაციები უკვე დააფუძნა აჭარისა და სამეგრელოს უმეტეს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში.
მასალის გამოყენების პირობები