რუბრიკები
მარტვილში ორი ახალი გზა გაიხსნა (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეათის გუბერნატორმა ლევან შონიამ,მარტვილში გამგებელთან ერთად ორი ახალი გზა გახსნა, რომელიც ერთმანეთს ჯამში შვიდ სოფელს აკავშირებს და რომლითაც ათი ათასამდე მოქალაქე ისარგებლობს. გუბერნატორმა მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი გზები ერთმანეთს ორ მუნიციპალიტეტს მარტვილსა და ჩხოროწყუს უმოკლესი გზით აკავშირებს. ორივე გზის მშენებლობა მარტვილში 2 324 236 ლარი დაჯდა და პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინასდა. მშენებლობაზე 210 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია.
Print