რუბრიკები
ნამცხვარი "მოჰიტო"
შემადგენლობა: 
  • ინგრედიენტები ცომისთვის
  • 200გრ ფქვილი
  • ჩაის კოვზის 1/4 მარილი
  • 100გრ კარაქი
  • 50გრ შაქარი
  • 1 კვერცხი


მომზადების წესი: 
ფქვილი, მარილი, შაქარი და ცივი კარაქი დაჭერით დანით. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და სწრაფად მოზილეთ. გააკეთეთ ცომისგან გუნდა, შეახვიეთ ცელოფანში და 1 საათით მაცივარში შეინახეთ. გაციებული ცომი გააპრტყელეთ და გადაიტანეთ 22სმ ფორმაში, რამოდენიმე ადგილას ჩანგალი ჩაარჭეთ, დააფინეთ ზემოდან პერგამენტი და ბარდა/ლობიო დააყარეთ(ცომი ცხობისას რომ არ ამოიბურცოს). გამოაცხვეთ 200გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. 

სანამ ნამცხვრის ძირი ცვხვება, მოამზადეთ შიგთავსი.

125გრ შაქარს დაუმატეთ რამოდენიმე ფოთოლი პიტნა და 10 წუთი გააჩერეთ. დაუმატეთ ერთი ლაიმის ცედრა და ნაზად დაჭყლიტეთ, რათა ცედრის და პიტნის არომატი გაძლიერდეს. გაჭერით 3 ლაიმი შუაზე. დაუმატეთ 2 კვერცხი და კარგად აურიეთ. ცოტახნის შემდეგ გაცერით. . 

კვერცხის მასას დაუმატეთ 200მლ ცხიმიანი ნაღები(არა ნაკლებ 22%). ნამცხვრის ძირს სწრაფად მოაცილეთ პერგამენტი და დაასხით კვერცხის და ნაღების შიგთავსი, ტემპერატურა 160 გრადუსზე დააყენეთ. გამოაცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში. მზა ნამცვხარი გააგრილეთ.
მოამზადეთ პიტნის შაქარი-2სუფრის კოვზი შაქარი დანაყეთ პიტნის რამოდენიმე ფოთოლთან ერთად. მოაყარეთ ნამცხვარს არომატული შაქარი და გემრიელად მიირთვით!!! 
Print