რუბრიკები
პატრიკ დემპსი ,,ბრიჯიტ ჯონსის ბავშვის” ქასთს უერთდება
პატრიკ დემპსი საბოლოო მოლაპარაკებებს აწარმოებს ფილმის აღამასრულებელ პროდიუსერებთან, რის შემდეგაც საბოლოოდ დადასტურდება მისი ფილმში მონაწილეობის ამბავი. არ არის ცნობილი თუ კონკრეტულად როგორ გმირს ითამაშებს პატრიკი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ფილმის ამ ნაწილში მთავარ გმირს ეყოლება შვილი და არ ვიცით მამის ვინაობა, სავარაუდოა რომ პატრიკის გმირი იმავე შინაარსის მატარებელი იქნება, როგორიც იყო ჰიუ გრანტის დენიელ კლივერი.

რა თქმა უნდა რენე ზელვეგერს კვლავ ვიხილავთ ფილმში. აბა მის გარეშე როგორ? კოლინ ფირთი კი კვლავ ბრიჯიტის თაყვანისმცემლად მოგვევლინება, რომელსაც ზემოთ ნახსენები პატრიკ დემპსის გმირი გაუწევს მეტოქეობას. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ჰიუ გრანტზე. ის ფილმში აღარ ითამაშებს. ბრიჯიტის მშობლების როლს კვლავ ჯემა ჯონსი და ჯიმ ბროდბენტი შეასრულებენ.

მოქმედება თანამედროვე ლონდონში განვითარდება და  ნაჩვენები იქნება ბრიჯიტ ჯონსის ცხოვრების მომდევნო ეტაპი.  სხვა დეტალები ფილმის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის.

Print