6-7 ც. კარტოფილი, 3 ც. ბადრიჯანი, 1 თავი ხახვი, 2 ც. ტკბილი წიწაკა, მწვანე, 6 ც. პომიდორი, 2 ს/კ ზეთი, 4-5 ღერი ოხრახუში, 2 ს/კ კვლიავის თესლი.მომზადების წესი: ბადრიჯანი, პომიდორი, კარტოფილი, ხახვი და წიწაკა დაჭერით რგოლებად. ყველაფერი დაალაგეთ თუნუქის ფურცელზე ფენა-ფენა, მოასხით ზეთი და მოაყარეთ კვლიავის თესლი, მარილი და პილპილი. შედგით ჰაერღუმელში 220°-ზე 40 წუთით, საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ წყალი. სუფრაზე გატანის წინ გააფორმეთ ოხრახუშის ღერებით.
მასალის გამოყენების პირობები