რუბრიკები
დავით სერგეენკო ზუგდიდში ექიმებს შეხვდა (ვიდეო)
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზუგდიდში იმყოფებოდა. ის გამგეობის შენობაში რეგიონში მომუშავე მედპერსონალს შეხვდა. მინისტრმა ჯანდაცვაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და ექიმების კითხვებს უპასუხა. სერგეენკომ სამინისტროს მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, მომავალში კი აუცილებელია მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. შეხვედრაზე დავით სერგეენკო რუხში ჰოსპიტალის მშენებლობასაც შეეხო. მინისტრის თქმით, ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი უმაღლესი სტანდარტების საავადმყოფო არა მხოლოდ ადგილობრივებს, ასევე აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასაც მოემსახურება. შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
Print