რუბრიკები
ედი რედმეინი ‘Fantastic Beasts’-ზე საუბრობს
ედი რედმეინმა ‘დანიელ გოგოში’ მონაწილეობით მიღებულ არაორდინალურსა და საგანმანათლებლო ხასიათის გამოცდილების შესახებ უკვე ისაუბრა, თუმცა მისი თქმით, ‘ჯადოსნური არსებები და სად ვიპოვოთ ისინი’ დიდი ფსონების თამაშია.

მსახიობი ფილმში ახალგაზრდა ჯადოქრის, ნიუტ სკამანდერის როლს ასრულებს, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს ახალი ჯადოსნური არსებების აღსაწერად. რედმეინთან ერთად ქასთის წევრები არიან კეტრინ უოთერსონი, ელისონ სუდოლი, დენ ფოგლერი, ეზრა მილერი, სამანტა მორტონი, ჯენ მიურეი და კოლინ ფარელი. სცენარი თვით როულინგის მიერაა დაწერილი, ხოლო რეჟისორობას დევიდ იეიტსი გაუწევს.

‘Fantastic Beasts and Where to Find Them’-ის გადაღებები აგვისტოში დაიწყო და პრემიერა 2016 წლის 18 ნოემბერს იგეგმება.

Print