რუბრიკები
მოსწავლეები რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღავრზე არ გადმოუშვეს (ვიდეო)
წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელება დღეს, მხოლოდ თერთმეტმა მაღალკლასელმა მოსწავლემ შეძლო. სამი პირველკლასელი კი  აფხაზეთი-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე არ გადმოუშვეს. წალენჯიხის გამგებლის, გოგა გულორდავას ინფორმაციით, ამ მოსწავლეებს გალში სწავლა რუსულ ენაზე მოუწევთ. ფახულანსა და სხვა  მიმდებარე სოფლების სკოლებში მოსწავლეებმა შეძლეს ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთა. საზღვართან იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მათი განმარტებით, წინა წლებთან შედარებით  საზღვრისპირა სოფლებში მოქმედ სკოლებში გალიდან გადმოსულ ბავშვთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებს საქმის კურსში ჩააყენებს და იმედოვნებს, რომ პრობლემა უახლოეს დროში მოგვარდება.
Print