დღეს გამართულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, 2012 წლის 28 დეკემბრის #43 დადგენილებაში შიდა ცვლილების შეტანის საკითხს უყარეს კენჭი.
ცვლილების შეტანის შემდეგ 2013 წლის ბიუჯეტის მოცულობა 22 მილიონ 103 ათასი ლარის ოდენობით უცვლელი დარჩა. ერთ-ერთი ცვლილება ახალგაზრდული ცენტრის დაფუძნებას ეხება, როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში ახალგაზრული ცენტრის დაფუზნების თაობაზე კოლექტიური თხოვნა შემოვიდა. გამგეობისა და საკრებულოს ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ახალგაზრდული ცენტრის ხელახლა გახსნის ნაცვლად მოხდება, უკვე შექმნილი ფეხბურთის განვითარების ცენტრის გადაკეთება ფეხბურთისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრად და მისი ცალკეულ იურიდიულ პირად დაფუძნება.
ცვლილება შედის ასევე სოფლის თვითმმართველობის გაძლიერებისა და რწმუნებულების სამუშაოს მოცულობის გაზრდიდან გამომდინარე საშტატო ერთეულების ზრდასთან დაკავშირებით, ცვლილების საფუძველზე. საშტატო ერთეულები სულ ათ სოფელში გაიზრდება, სოფლები მოსახლეობის რიცხოვნიბის მიხედვით შეირჩა. სპეციალისტების შტატი იზრდება ახალსოფელში, დარჩელში, ინგირში, კახათში, კორცხელში, ორსანტიაში, რუხში, ჩხორიაში, ჭითაწყარში და კოკში, როგორც საზღვრისპირა სოფელში.
საკრებულოს სხდომაზე ასევ კენჭი უყარეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, საკრებულოს საჯარო მოხელეთა სატელეფონიო სასაუბრო ლიმიტის და საწვავის ხარჯვის ლიმიტის დაწესების საკითხს.
მასალის გამოყენების პირობები