ხობის ფესტივალთან დაკავშირებით გუბერნატორმა თათბირი ჩაატარა (ვიდეო)
15:34 / 14.09.2015
ხობის VII საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ მოსამზადებელი საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში თათბირი მიეძღვნა, რომელსაც მხარის გუბერნატორი ლევან შონია გაუძღვა. მას რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და კულტურის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.
მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი ხობში მიმდინარე წლის 2-3 ოქტომბერს გაიმართება და თამარ გვერდწითელისა და ანსამბლ „რუსთავის“ შემოქმედებას მიეძღვნება. ფესტივალში საქართველოს ყველა კუთხის მომღერალთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების საერთაშორისო ფონდი „ხობი“, ქართული საერთაშორისო სიმღერის საერთაშორისოცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო.
მასალის გამოყენების პირობები